EN | NL | FR | ES | PT | IT | DE | HUN | POL | RU | CH
JP | FI | IND | FIL | GEO | SEP | SWE | UKR | BEN | عربي


აბრევიატურები: აივ- ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი შიდსი- შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი

აივ მე ვერაფერს დამაკლებს?!
თუ შენ არ ხარ ჰომოსექსუალი, ან ღარიბი აფრიკული სოფლიდან, შენ ალბათ ფიქრობ რომ აივ-თან არაფერ შეხებაში არ ხარ. აივ ინფექცია მატულობს დასავლურ სამყაროში, ის ვრცელდება ჰეტეროსექსულებს შორის არსებული დაუცველი სქესობრივი კავშირის შედეგად. ზოგ ევროპულ ქვეყანაში, ახლად-გამოვლენილი ინფექციის 30%-ზე მეტი ქალებს სჭირთ. 65,000-ზე მეტი ამერიკელი და დასავეთ ევროპელი დაავადდა აივ ინფექციით გასულ წელს, რაც ემატება ნახევარმილონზე მეტ უკვე აივ ინფიცირებულ მოსახლეობას დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, და მილიონზე მეტ აივ ინფიცირებულს ამერიკაში. ანტირეტროვირუსულმა თერაპიამ გააუმჯობესა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი, მაგრამ არა განკურნება - თანაც, ის არ არის ხელმისაწვდომი ყველასათვის: 2000 წლიდან მოყოლებული შიდსით გარდაცვალების მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა აღმოსავლეთ ევროპაში მედიკამენტების უკმარისობის გამო, მაშინ როდესაც შიდსით გარდაცვალების მაჩვენებელმა დაიკლო დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის გამო.

სანამ მკურნალობის ხერხს მიაგნებენ, აივ-ის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ პრევენციითა და თავდაცვით

პრევენცია: სჯობს დაცული იყო ვიდრე დამწუხრებული!
სქესობრივი კავშირის დროს თქვენ და თქვენი პარტნიორი დაცულები ხართ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აიცილებთ კონტაქტს ნებისმიერ ბიოლოგიურ სითხესთან (როგორიცაა სისხლი, სპერმა, ვაგინალური სეკრეცია). ამის გამო, აბსოლუტურად აუცილებელია ფიზიკური ბარიერის, როგორიცაა კონდომი, გამოყენება ყოველი სქესობრივი კავშოირის დროს, რადგან პირის ღრუს, ვაგინის, მამაკაცის სასქესო ორგანოს და ანუსის კანი ძალიან ფაქიზია, და შესაძლოა ჰქონდეს მცირედი იარები, რომელიც ღია კარის როლს ასრულებს აივ ინფექციისა თუ სხვა სქესობრივად გადამდები ინფექციებისთვის.
top
სარისკო საქმიანობა
რასაკვირევლია, ფრთხილი თამაში ყოველთვის მომგებიანია, მაგრამ არსებობს განსაკუთრებულად სარისკო სიტუაციები:
  • როცა ბევრი პარტნიორი გყავთ, აივ ინფექციით დაავადების რისკი მატულობს
  • ნარკოტიკებისა და ლკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება სრულად ცვლის თქვენს მიერ გარემოს აღქმას და შესაბამისად ქცევაც განსხვავდება ჩვეულებრივ ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქცევებისაგან. თავს ნუ მოიტყუებთ- ეს ხდება!
  • ინიექცირებული ნარკოტიკების მოხმარება უფრო დიდი რისკის ქვეშ გაყენებთ თუ ხელსაწყოებსაც საერთო მოხამრებისთვის იზიარებთ. აივ ინფექციისაგან თავის დასაცავად აუცილებელია ყოველი მოხმარების დროს გამოიყენოთ ახალი, სუფთა და სტერილური ნემსები და შპრიცები.
  • ანალური სქესობრივი კავშირი ზრდის ინფექციით დაავადების რისკს, რადგან ანუსის კანი განსაკუთრებით ფაქიზია.
  • როცა ცხოვრობ ისეთ ქვეყანაში სადაც აივ ინფექციის მაღალი მაჩვენებელია, ხოლო კონდომები ნაკლებად ხელმისაწვდომია - საუკეთესო გამოსავალია სექსისგან თავის შეკავება. ეს რამდენად რეალისტურია, სხვა ამბავია, მაგრამ მერე ნუ იტყვით, რომ არავინ გაგაფრთხილათ!
და ბოლოს, საღი აზრის თემაზე რჩევების დასაგვირგვინებლად: გამოიყენეთ ახალი კონდომი ყოველი სქესობრივი კავშირის დროს! მეორადი მოხმარება ზოგადად კარგი აზრია, მაგრამ არა ამ შემთხვევაში , როცა თქვენი და თქვენი პარტნიორის ჯანმრთლობა დევს სასწორზე.
top
დაავადების გადაცემა (გადადება)
აივ ინფექციით დაავადება შესაძლებელია როდესაც სისხლი, სპერმა ან ვაგინალური სეკრეცია კონტაქტში შედდის თქვენს სისხლთან. უმეტეს შემთხვევაში აივ ინფექციით დაავადება ხდება აივ ინფიცირებულ პიროვნებასთან დაუცველი ნებისმიერი (ვაგინალური, ანალური და ორალური) სქესობრივი კავშირის შედეგად. მაგრამ არსებობს დაავადების გადაცემის სხვა გზებიც, მაგალითად ნემსებისა და შპრიცების გაზიარება ან ფეხმძიმობის, მშობიარობისა და ძუძუთ-კვება -თუ დედა არის აივ ინფოიცირებული. ყველა სხვა სოციალური კონტაქტი უსაფრთხოა, ვინაიდან აივ ინფექცია გადადის მხოლოდ ზემოთ ნახსენები გზებით.
და ბოლოს, საღი აზრის თემაზე რჩევების დასაგვირგვინებლად: გამოიყენეთ ახალი კონდომი ყოველი სქესობრივი კავშირის დროს! მეორადი მოხმარება ზოგადად კარგი აზრია, მაგრამ არა ამ შემთხვევაში , როცა თქვენი და თქვენი პარტნიორის ჯანმრთლობა დევს სასწორზე.
top
ვინ ავადდება აივ ინფექციით?
ყველა შეიძლება დაავადდეს აივ ინფექციით, რადგან ვირუსს არ შეუძლია დისკრიმინირება. ინფექციის ზრდა არ შემცირებულა ბოლო 25 წლის მანძილზე, და უფრო მეტად და მეტად ავადდებიან ახალგაზრდები (გასულ წელს ინფიცირებულთაგან თითქმის ნახევარი იყო 15-24 წლის ასაკის). დაუცველი სქესობრივი კავშირი და ნარკოტიკების მოხმარებისთვის ნემსებისა და შპრიცების გაზიარება განსაკუთრებული რისკის ქვეშ გაყენებთ. ვინაიდან აივ/შიდსი არავის აწერია შუბლზე, თითქმის შეუძლებელია გაიგო ვინ არის ინფიცირებული, ამგვარად თავდაცვა ყოველთვის მიზანშეწონილია, ყოველ მიზეზს გარეშე!
top
ჩაიტარე ტესტი და დაასვენე გონება
აივ ტესტის ჩატარება არის საუკეთესო და ერთადერთი გზა გაიგო ხარ თუ არა აივ ინფიცირებული. თუ ვარაუდობთ, რომ რაიმე რისკის ქვეშ იყავით, ჩაიტარეთ ტესტი. უარყოფითი პასუხი , რასაკვირველია , ძალიან კარგია, მაგრამ თუ პასუხი დადებითია, თქვენ შეგიძლიათ სწორ მკურნალობას მაინც შეუდგეთ გადაუდებლად - ამით თქვენი ცხოვრება დაავადებასთან ერთად უფრო ხანგრძლივი და ნაკლებად გართულებული იქნება. აივ ინფექციის გამომჟღავნება შესაძლებელია ვირუსთან შეხებიდან 3 თვის მანძილზე, მაგრამ ზოგჯერ 6 თვეც ესაჭირეობა რომ გამოაშკარავდეს. 100%-იანად დარწმუნებისთვისმ ჩაიტარეთ ტესტი სარისკო სიტუაციიდან 6 თვის თავზე, ხოლო მანამდე სქესობრივი კავშირი მხოლოდ უსაფრთხო გზით იქონიეთ! ყოველ მიზეზს გარეშე!
top
რა უნდა გააკეთო როცა აივ ტესტის შედეგებს მიიღებ
უპირველეს ყოვლისა თავი ხელში აიყვანეთ და დამშვიდდით, ნერვიულობა არაფერს არ გშველით: როცა აივ ტესტის შედეგებს მიიღებ გინდა თუ არა მაინც უნდა დაუპირისპირდე არსებულ რეალობას, რაც არ უნდა შედეგი იყოს:

1)თქვენ ხართ აივ - (უაროფითი)

განაგრძეთ უსაფრთხო სქესობრივი ურთიერთობები კონდომების გამოყენებით. ნარკოტიკების ინიექციური გზით გამოყენების შემთხვევაში, ხელსაწყოების მოხმარებამდე დარწმუნდით რომ ის სტერილიზებულია. 6 თვის შემდეგ კიდევ ჩაიტარეთ აივ ტესტი, რომ დარწმუნდეთ თქვენს შედეგებში.

2) თქვენ ხართ აივ + (დადებით)

სასწრაფოდ დაიწყეთ მედიკამენტური მკურნალობა რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა და შეაყოვნოთ შიდსის განვითარება. შემდეგი ნაბიჯი იქნება აივ ინფექციის მკურნალობისთვის დაუკავშირდეთ სპეციალისტს და ასევე მოიძიოთ მხარდამჭერთა სისტემა შემდგომი ფსიქოლოგიური დახმარებისათვის. თქვენი ჩვევები ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა შეამციროთ, ვინაიდან ისინი ასუსტებენ იმუნურ სუსტემას- გაუფრთხილდით საკუთარ სხეულს. და ბოლოს, დარწმუნდით რომ ამავე დროს თქვენ არ დაინფიცირდით ტუბერკულოზით (ხშირად ესენი ერთად ხდება). სასწრაფოდ ჩაიტარეთ ტესტი, და თუ საჭიროა , სასწრაფოდ დაიწყეთ ტუბერკულოზის მკურნალობა, საწყისს ეტაპზე ეს შედეგიანია.
top
როგორ და როდის ხდება აივ ინფექცია შიდსი?
აივ ინფექცია უმეტეს შემთხვევაშ რაღაც ეტაპზე გახდება შიდსი. მაგრამ შიდსის განვითარების სისწრაფე დამოკიდებულია თუ რა ცხოვრების წესს მისდევთ და რა სამედიცინო მკურნალობას იღებთ. უნდა მიაქციო ყურადღება, თუ ეწევი, მოიხმარ დაშვებულზე მეტ აკოჰოლს და ხარ ინფიცირებული სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით, რადგან ყოველივე ეს გავლენას იქონიებს თქვენს იმუნურ სისტემაზე.

აივ ინფექცია ოფიციალურად შიდსის ეტაპზე გადადის როცა თქვენი T-უჯრედები 200 ქვემოთაა ან 14%. რაც ნიშნავს რომ აივ ინფექციამ ფეხი მოიკიდა და სერიოზულად დაასუსტა თქვენი იმუნური სისტემა, რითაც უფრო მოწყვლადი გაგხადათ სხვა ინფექციებისთვის. our immune system to considerably weaken, leaving you vulnerable to more infections.
top
როგორ მოიხმარო კონდომი?
  1. შეინახეთ კონდომი გრილ ადგილას.
  2. ყურადღება მიაქციეთ შენახვის ვადას. თუ კონდომი წესრიგშია, ფრთხილად გახსენით შეფუთვა (არ გამოიყენოთ კბილები) და ამოიღეთ ის.
  3. თითებით გამოდევნეთ ჰაერი კონდომის ბოლოდან (წვერიდან) და ჩამოაცვით მამაკაცის ერეგირებულ სასქესო ორგანოზე სწორი მხრიდან.
  4. როცა დარწმუნდებით რომ სწორად განალაგეთ, მეორე ხელით ჩამოაგორეთ სასქესო ორგანოზე.
  5. არ გამოყენოთ ზეთოვანი ლუბრიკანტები, როგორიცაა ვაზელინი, ბოსტნეულის ზეთი ან ტანის ლოსიონი, რადგან ამით შეიძლება კონდომი დაზიანდეს, და ის უსაფრთხო აღარ იქნება.
  6. ახლა თქვენი დროა: ისიამოვნეთ სიყვარულით! როცა მორჩებით, არ დაგავიწყდეთ კონდომ -წამოცმული სასქესო ორგანოს გამოტანა ისე რომ კონდომის ძირი გეჭიროთ ხელით, რათა თავიდან აიცილოთ შემთხვევით მოვარდნა.
  7. ალბათ არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ მაინც: არ გამოიყენოთ კონდომი ერთ მოხმარებაზე მეტად!
top
DESIGNERS AGAINST AIDS (DAA) is a project of non-profit organisation Beauty without Irony and was founded in 2004 to raise AIDS Awareness in the international media and towards the general public, more specifically towards young people in the industrialised countries.

We do this by asking famous and emerging fashion designers, musicians, artists and other celebrities to create designs that we then print on items such as T-shirts, sweaters, bags, hoodies, condom boxes, ringbinders, etc. The T- shirts and sweaters of all DAA collections are made of organic cotton in a Fair Trade community in India with the help of German company Sense Organics.

daa

The DAA logo -that is part of every item-features our website url, enabling people to find recent information on hiv/aids on the Links page. We also take part in events, exhibitions, fairs and festivities and collaborate with interested artists, organisations and brands - drawing more attention to the cause as we go.

Bookmark and Share



Guests online:    4
Members online: 0
© designersagainstaids.com 2024 - design and development: www.sailboardsrotterdam.com - web design • cms • applications